ქართული ოცნება

მდინარაძე: ხანდახან მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს ხელისუფლება, ამაზე უნდა დახუჭო თვალი

ძალიან სამწუხაროა, რომ [ევროკომისიის რეკომენდაციის] ერთადერთი პუნქტი, რომელიც მინიმუმ ნახევრად დამოკიდებულია ოპოზიციაზე, ირღვევა პირველი წუთებიდან, ირღვევა დღევანდელი აქციის მოწოდებებიდან. როდესაც ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა – ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ მართლაც ისტორიულ პროცესში, მართლაც ხომ არ არსებობს. იმიტომ, რომ შენ ასე ალაგებ 10 წელია, რომ ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას და ახლა არ გინდა აქედან გადაუხვიო, ამით ხომ შენს ქვეყანას აზიანებ?

ხანდახან ხომ დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მოგონილზე კი არ მაქვს საუბარი, მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო რაღაც მომენტში. თეორიულ დაშვებას ვაკეთებ, არათუ სიმართლეზე და ობიექტურ გარემოებებზე, არამედ მოგონილ ამბებზე აგებენ ისეთ ნარატივს, რომელიც ცალსახად, უტყუარად და უდავოდ დამაზიანებელია ამ ქვეყნისათვის და მისი ევროპული პერსპექტივისათვის.

თქვა საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები