საქართველო-ევროკავშირი

ღარიბაშვილი: უკრაინას და მოლდოვას სტატუსს აძლევენ ავანსად – წამახალისებელი ავანსია

მოლდოვას და უკრაინას აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით, მათაც ჩაუწერეს, საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით ევროკომისია, რომ მათ მიენიჭოთ სტატუსი პერსპექტივა და ასევე სტატუსი. რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვას, რომელიც ასევე არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ შემთხვევაში პირიქითაა – ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც დადებულია, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და რა თქმა უნდა, საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.

კომენტარები