შინ ევროპისკენ

პაპუაშვილი: პოლარიზაციის გაზრდის მიზანს ემსახურება ხვალინდელი თავყრილობა

ამ აქციის ორგანიზატორი გახლავთ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა სირცხვილია, რომელიც ცნობილია, მათ შორის ძალადობრივი აქციებით და ასე შემდეგ და თავად ნაციონალური მოძრაობა, შესაბამისად, არის ამ აქციის ორგანიზატორი - ეს ერთი. მეორე, რანაირად შეიძლება, რადგან ამბობენ, რომ 24 ივნისის ევროპული საბჭოს სხდომის წინ უნდათ, რომ გააგონონ თითქოს მზაობა ხალხის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც კომისია ამბობს, რომ შეეცადოს ყველა დეპოლარიზაციას, სწორედ პოლარიზაციის გაზრდის მიზანს ემსახურება ხვალინდელი თავყრილობა. და მესამე, მოთხოვნებს ხედავთ ხო რაც არის, დაწყებული იქიდან, რომ უნდა გავყაროთ ხელისუფლება, გაგრძელებული სხვათაშორის, გიგა ბოკერიას ჰქონდა განცხადება, რომ სისხლისღვრა და ასე შემდეგ, ამ ტერმინების გამოყენება, მომავალი განვითარებების მაიდანთან შედარება, რაც თავიდანვე აჩვენებს, რომ ეს პირდაპირ დესტრუქციაზე მიმართული აქციაა.

თქვა ტელეკომპანია იმედის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

20 ივნისს, 20:00 საათზე სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია პარლამენტის შენობასთან აქციას შინ ევროპისკენ! მართავს.

კომენტარები