ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

20 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის  მოსახლეობას.  

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ანდრონიკაშვილის, 13 ასურელი მამის და ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.  

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.  

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), შირაქის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, შორაპნის, კოშკოვანის, ძევერის, ძეგლევის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მესამე მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები