რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: უკრაინაში დანაკარგების გამო რუსეთის საჰაერო სადესანტო ჯარების მეთაური გაათავისუფლეს

Alexander Ermochenko/Reuters

Institute for the Study of War-ის 17 ივნისის ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში დანაკარგების გამო რუსეთის საჰაერო სადესანტო ჯარების მეთაური გაათავისუფლეს. ISW-ის ცნობით, ახალ მეთაურად დანიშნულია გენერალ-პოლკოვნიკი, მიხაილ ტეპლინსკი.

“ISW-ის არ შეუძლია დაადასტუროს ეს ინფორმაცია ან სერდიუკოვის როლი უკრაინაში შეჭრის დროს, მაგრამ თუ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სერდიუკოვი პასუხისმგებელია რუსეთის საჰაერო სადესანტო ქვედანაყოფების ცუდ მუშაობასა და მძიმე დანაკარგებზე. მაღალი რანგის ოფიცრების შორის თანამდებობების დაკარგვამ, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო ძალების შესაძლებლობები კიდევ უფრო შეასუსტოს". – წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები