რუსეთის ფედერაცია

პუტინი: რუსები პოსტსაბჭოთა სივრცეში სუვერენიზაციის პროცესს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდით

ვლადიმირ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა, 2019 წლის ივნისი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, საბჭოთა კავშირის ტერიტორია ისტორიული რუსეთია, თუმცა ამის მიუხედავად, პუტინის განმარტებით, რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში სუვერენციზაციის პროცესს ყოველთვის დიდ პატივს სცემდა. 

"ეს მართლაც ასეა - საჯაროდ, ყოველთვის ყოყმანის გარეშე ვილაპარაკებ ამის შესახებ. საბჭოთა კავშირი - რა არის ეს? ეს არის ისტორიული რუსეთი. ასე მოხდა, რომ მან არსებობა შეწყვიტა. და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით თანამედროვე ისტორიაში სუვერენიზაციის პროცესებს, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარეობს". - აღნიშნა პუტინმა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები