ევროკავშირი-საქართველო

ჰარცელი: საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, რაც სერიოზულად უნდა აღვიქვათ

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ საქართველომ მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო. მისი განმარტებით, ახლა საქართველოსთვის სიფხიზლის დროა. 

"როცა ვუყურებთ შედებს, უნდა ითქვას, რომ საქართველომ მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო. ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. როგორც უკვე ვთქვი ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტი უნდა იყო". - აღნიშნა ელჩმა. 

ელჩის თქმით, მართალია, დღეს ისტორიული დღეა, რადგან ევროკავშირმა თანხმობა უთხრა საქართველოს, მაგრამ, მისი განმარტებით, ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია ის წუხილები, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელია ქვეყნის დასავლური კურსისთვის. 

დღეს, 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.

კომენტარები