უკრაინა-ევროკავშირი

ზელენსკი ევროკომისიის დასკვნაზე: ეს ნაბიჯი EU-ს წევრობის გზაზე გამარჯვებასთან დაგვაახლოვებს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს.

ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება "ისტორიული" მნიშვნელობისაა. ზელენსკის სიტყვებით, ეს ევროკავშირის წევრობის გზაზე პირველი ნაბიჯია. 

"მივესალმები უკრაინის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას, რომელიც ჩვენს ევროკავშირის წევრობის გზაზე გამარჯვებასთან დაგვაახლოვებს. მადლობელი ვარ ურსულა ფონ დერ ლეიენისა და ევროკომისიის ყველა წევრის ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისთვის. მომავალ კვირას, ევროკავშირისგან, ასევე პოზიტიურ პასუხს ველი". - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

საბოლოო გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობილი 23-24 ივნისს, ევროკავშირის სამიტზე გახდება. 

კომენტარები