16 ივნისის აქცია

რაქვიაშვილი: ვფიქრობთ, ორ აქციას შორის არჩევანი არ გავაკეთოთ და 18 ივნისს შევიკრიბოთ

თუ ერთ აქციაზე წახვალ, ქოცი ხარ, თუ მეორე აქციაზე მიდიხარ, ნაცი ხარ და უკვე აუტანელი გახდა ეს არჩევანი. იმის ნაცვლად, რომ ვცადოთ საერთო გზის პოვნა, ვაჩვენოთ ევროპელებს, რომ მართლა ევროპა გვინდა, ამისთვის მაინც შეგვიძლია ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ შიდა პარტიული და პოლიტიკური დაპირისპირება. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ორს შორის არჩევანი არ გავაკეთოთ და ჩვენით შევიკრიბოთ 18-ში.

თქვა პარტია გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ფონზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს აქცია დააანონსა.

კომენტარები