მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი დეგნანის განცხადებას, რაც გუშინ გააკეთა, რომ ომთან მიმართებაში ეს არის რუსული პროპაგანდაო. მე მაშინ მინდა შევახსენო ქალბატონ დეგნანს, მადლობა ამ პოზიციისთვის, ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია, ჩვენ ამისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, გახსოვთ თქვენ, რომელმაც მოგვიწოდა, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას. მათ შორის, ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რა ცუდია, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა არ არიან ხელისუფლებაში საქართველოში, იმიტომ, რომ მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდაო. მაშინ, ეს რა არის? ანუ, ისინი რუსულ ინტერესებს ასახიერებენ? ანუ, მათ უკან დგას რუსეთი? კითხვას ვსვამ.
საქართველო-აშშ
ზარქუა დეგნანს: მე-2 ფრონტის გახსნისკენ უკრაინელები მოგვიწოდებდნენ, მათ უკან დგას რუსეთი?
tbl.ge/61hr
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა სურს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია.
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




