Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, კრემლის მიერ დაფინანსებულმა გამოცემა იზვესტიამ გამოაქვეყნა და სწრაფად გააუქმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირელენკოს მიმართვა, რომ 12 ივნისს რუსეთმა დონბასი თავიდან ააშენა. კირელენკოს მიმართვის მიხედვით, რუსეთი მაღალი ხარჯების მიუხედავად, დონბასზე კონტროლს აღადგენენ. ანგარიშის მიხედვით, იზვესტიამ "ყალბი სტატიის" გამოქვეყნებაში უცნობი ჰაკერები დაადანაშაულა.კრემლმა თებერვლის ბოლოს გამოაქვეყნა და წაშალა სტატია, რომელიც ნაადრევად აღნიშნავდა რუსეთის გამარჯვებას უკრაინაზე.
პრორუსული წყაროები უკრაინის მოსახლეობაში შფოთვისა და უკმაყოფილების გასაძლიერებლად დეზინფორმაციის გავრცელებას განაგრძობენ. რუსულმა ტელეგრამ არხებმა 12 ივნისს ყალბი სამობილიზაციო ბრძანება გაავრცელეს.
რუსეთის სამხედრო ძალები მაღალი სიზუსტის მქონე შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის იარაღის მზარდი ნაკლებობის გამო, ოკუპანტები თვითმფრინავების გამოყენებას განაგრძობენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) აღნიშნა, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის მარაგის 60%-მდე უკვე ამოწურულია.
კრემლის ძალისხმევა დაღუპული სამხედრო პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვასა და DNR-სა და LNR-ში მიმდინარე იძულებითი მობილიზაციის შესახებ რუსეთში დაძაბულობას ამძაფრებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატი (GUR) იტყობინება, რომ კრემლმა იურისტებსა და ფსიქოლოგებს ჩაძირული კრაისერ "მოსკვას“ პერსონალის ოჯახებს დაღუპული ნათესავების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავი შეკავება აიძულა, რუსეთში მზარდი სოციალური დაძაბულობის ჩახშობის მიზნით.
- რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქვედანაყოფები სევეროდონეცკის ცენტრიდან განდევნეს.
- ოკუპანტებმა პოპასნასა და ბახმუტთან ახლოს უკრაინის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზების (GLOC) გაწყვეტის მცდელობისას წარუმატებელი სახმელეთო თავდასხმები განახორციელეს.
- რუსულმა ძალებმა წამოიწყეს წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით და სლოვიანსკის ჩრდილოეთით და, სავარაუდოდ, ქმნიან პირობებს სივერსკზე და ჩრდილო-დასავლეთ უკრაინის GLOC-ზე ლისიჩანსკზე თავდასხმისთვის.
- რუსეთის სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკში სახმელეთო თავდასხმების წარმოება განაგრძეს და ააფეთქეს ხიდები, რომლებიც სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს აკავშირებს.
- ოკუპანტებმა იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცირე წინსვლას მიაღწიეს.
დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





