კორონავირუსი საქართველოში

გასულ ერთ კვირაში COVID 19-ით საქართველოში 3 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 546 შემთხვევა

NIAID/National Institutes of Health via AP

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, გასულ ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.

6 ივნისიდან 12 ჩათვლით ქვეყანაში ჩატარდა 100 232 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა - გამოჯანმრთელდა 546 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ცნობით, 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.51%. ქვეყანაში სულ 543 აქტიური შემთხვევაა.

COVID 19-ის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 658 755 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 641 348 პაციენტი, გარდაიცვალა – 16 838.


ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება. 

კომენტარები