20 ივნისი

მჟავანაძე ღარიბაშვილზე: მისი განცხადებები 20 ივნისის აქციის მარგინალიზებას ემსახურება

ის რიტორიკა, რასაც ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, უშუალოდ პრემიერმინისტრისგან, ემსახურება აქციის მარგინალიზებას, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, სუსის და სხვადასხვა სამსახურების საშუალებით, რომ ამ აქციაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას და დემოკრატიულ ქვეყანაში ამ ტიპის შეკრების ინიციატორი თავად ხელისუფლება იქნებოდა, რომელსაც ექნებოდა სურვილი რომ ხალხის არჩევანი დაენახებინა ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. თუმცა, რადგან ეს არ ხდება, ჩვენ, რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო ჯგუფები ამ ინიციატივას ჩვენს თავზე ვიღებთ და ამ ტიპის შეკრებას ვაწყობთ.

მოძრაობა სირცხვილიას დირექტორი, გიორგი მჟავანაძე მთავარ არხთან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეხმიანება, რომელმაც მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ "არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ, ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას".

კომენტარები