კანადა

კანადის პოლიცია პარლამენტის აფეთქების შესაძლო მცდელობას იძიებს

REUTERS/Chris Wattie/File Photo

გუშინ, 12 ივნისს კანადის პარლამენტი რამდენიმე საათით მას შემდეგ დაიკეტა, რაც სასაზღვრო აგენტმა ბომბის საფრთხის შესახებ პოლიცია გააფრთხილა.

Reuters-ის ცნობით, სასაზღვრო სააგენტოს სადაზვერვო ფილიალმა მიიღო ინფორმაცია, რომ პარლამენტის მახლობლად მანქანები ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო დატვირთული. 

"ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად სერიოზული იყო საფრთხე". - აღნიშნა Reuters-თან წყარომ, რომელიც გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია.

კანადის პოლიციამ არ დაადასტურა შესაძლო საფრთხე. უწყებამ აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად გამოძიება მიმდინარეობს. 

ოტავას საპარლამენტო უბანში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ასობით სატვირთო მანქანამ წლის დასაწყისში სამი კვირით გადაკეტა ტერიტორია. დემონსტრანტები COVID-19-თან დაკავშირებულ  მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.

კომენტარები