საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: ივანიშვილს ანგარიში გაჩერებული აქვს, მოცემულობაა, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს

როცა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა, პირველად მისი ეს პოლიტიკური ბიოგრაფია დაიწყო დაყადაღებით. დაუყადაღეს ანგარიშები, მერე სატელიტური თეფშები და ა.შ. დღესაც, იგივე ხაზის ადამიანები საუბრობენ იგივეზე, რომ უნდა დავუყადაღოთ, ჩამოვართვათ. 11 წლის თავზე ელემენტარული ხელწერა ვერ შეიცვალეს.

დღესაც იგივე მენტალიტეტით მოხდა ეს ჩანაწერი იმ რეზოლუციაში, რომელზეც ვსაუბრობთ. ვერ მოიშალეს ეს, რომ ადამიანს ანგარიში უნდა დაუყადაღო, ჯერ არც ადამიანის უფლებები აინტერესებს. ჩვენ მაგიტომ ვამბობთ, რომ ასეთ რეზოლუციას, ასეთ ჩანაწერებს ევროკავშირთან ზოგადად, საერთო არაფერი აქვს რადგან, როცა ევროკავშირი ფუძნდებოდა პირველი, რაზეც ის დაფუძნდა, ეს იყო სწორედ სამართლიანობა, სიმართლე, ადამიანის უფლებები, პრინციპები და ღირებულებები.

როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ორგანოს, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასეთ ჩანაწერებს ვხვდებით იქ აშკარაა, რომ არაფერი აქვს საერთო ასეთ ტექსტებს იმ ღირებულებებთან, რომლებსაც დაეფუძნა თავის დროზე ევროკავშირი. ჟან მონე ასეთ ევროპარლამენტზე ნამდვილად არ ოცნებობდა, დარწმუნებული ვარ.

რაც შეეხება სანქციებს, რამდენიმე დღის წინ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თუ არ ვცდები, ვიქტორ ყიფიანი და მან განაცხადა ასეთი რაღაც, რომ დღესაც პრაქტიკულად ფაქტობრივი მოცემულობა ესაა, რომ ანგარიში არის გაჩერებული, ორი თვეა გადარიცხვა არ კეთდება, ანუ პრაქტიკაში გამოდის, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში.

კომენტარები