ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, რომ ძალიან დამაზიანებელია და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, როდესაც ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გვესმის ჩვენ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, მაშინ როდესაც ფაქტები მეტყველებს სხვა რამეს, რომ ქართულმა ოცნებამ მოიტანა ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების დღის წესრიგი. ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა ჩაიხედოს, ან ურჩიონ, რომ ჩაიხედოს ევროკავშირის ანგარიშში, რომ საქართველო არის ლიდერი იმ ტრიოს შორის, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციაში დაახლოება. რაც შეეხება შემდეგ განცხადებას, სამარცხვინოა ასევე, რომ თურმე კრიმინალი სააკაშვილი და სტრასბურგის მიერ არაერთხელ მხილებული სააკაშვილი, გვარამია უნდა ახსენო იმავე კონტექსტში, რა კონტექსტშიც უნდა ახსენო ბიძინა ივანიშვილი. სამარცხვინოა ერთ სიბრტყეში დაყენება კრიმინალების და იმ ადამიანის, რომელმაც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას კრიმინალებისგან თავი დააღწევინა. ეს არის ფაქტების თავდაყირა დაყენება, ამიტომ, ჩამობრძანდეს პრეზიდენტი. მან უნდა ისაუბროს იმ საკითხებზე, რაზეც თვითონ დაიწყო საუბარი.
ქართული ოცნება
ოხანაშვილი პრეზიდენტზე: სამარცხვინოა, კრიმინალებისა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება
tbl.ge/61cs
დაკოპირდა

ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის კომენტარს.
დღეს, 10 ივნისს, ზურაბიშვილი განაცხადა, რომ "არავის არ უნდა გადავაყოლოთ ევროპული მომავალი – არც სააკაშვილს, არ გვარამიას და არც ივანიშვილს"
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




