საქართველო-ევროკავშირი

ვოლსკი ხუნდაძეზე: საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს, რეზოლუცია უსამართლოა

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებამ არავითარი ვნებათაღელვა არ გამოიწვია, საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ისე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება და საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უსამართლოა, აბსოლუტურად შეუსაბამო მასში მოყვანილი ფაქტობრივი მონაცემები. დიმიტრი ხუნდაძემ გარკვეული მოსაზრებები გააჟღერა, თუმცა რასაკვირველია, ეს პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის. ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა მიიღებს. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას".

კომენტარები