რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: უკრაინის სამხედრო ძალებმა ლუგანსკში ვაგნერის ჯგუფის ბაზა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ კადიევკაში ვაგნერის ჯგუფის ბაზა გაანადგურეს, რომელიც 2014 წლიდან ოკუპირებულია. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაი Telegram-ზე ავრცელებს.

"ამჯერად ვაგნერის ჯგუფის ბაზას გაუჩნდა ცეცხლი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მას ზუსტი დარტყმა მიაყენეს. მხოლოდ ერთი რაშისტი გადარჩა". - წერს გაიდაიმ.

მისივე თქმით, ბაზა კადიევკაში ადგილობრივ სტადიონზე მდებარეობს.

დაჯგუფება ვაგნერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, დაჯგუფებას პრიგოჟინი აფინანსებს. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. მას ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. პრიგოჟინი ვაგნერთან კავშირს უარყოფს.

2021 წლის 14 დეკემბერს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები