მე ვარ პოლიტიკოსი და მე მესმის რეალპოლიტიკა, მე მესმის შესაძლებლობების ხელოვნება, მაგრამ მე ასევე მესმის, რომ პუტინი არ გაჩერებულა ყირიმში და ის არ გაჩერდებოდა კიევში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის, ეს უნდა იყოს ნამდვილი მშვიდობა. მშვიდობა თავისუფლებით, ღირსებით, სამართლიანობითა და ანგარიშვალდებულებით. ევროპაში ჩვენ ვიცით დაშოშმინების ფასი, ჩვენ ვიცით კედლებისა და რკინის ფარდების წონა. ჩვენ ვიცით, რომ ზურგის შექცევის ფასის გადახდა გათელილი სიცოცხლეებითა და დაკარგული თაობებით ხდება. ამიტომაც, ეს არის ჩვენი მომენტი, ეს არის ევროპის დრო. როგორ შეაფასებს ისტორია ჩვენს ქმედებებს? წაიკითხავენ მომავალი თაობები ავტორიტარიზმზე დემოკრატიის ტრიუმფის შესახებ? მულტილატერალიზმის იზოლაციონიზმზე? არამგონია. ეს არის დამოკიდებული ჩვენზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ახლა ვიღებთ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
მეცოლა: ევროპაში ვიცით დაშოშმინების ფასი, რომლის გადახდაც დაკარგული თაობებით ხდება
tbl.ge/61bu
დაკოპირდა

ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კოპენჰაგენში, დეკომრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ევროპარლამენტიდემოკრატიის სამიტირობერტა მეცოლარუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიევროკავშირიუკრაინარუსეთი
ამავე თემაზე
- ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებს, უიტკოფსა და კუშნერს ესაუბრა
- ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება - სირსკი
- გენერალი კეინის თქმით, უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო
- უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა
- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა



