ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის გადაცემა კარგი ინიციატივაა, მე სიამოვნებით დავუჭერდი მხარს ამას, იმიტომ რომ მან თავისი ცხოვრებით ორდენზე მეტი დაიმსახურა. ბიძინა ივანიშვილს მოპოვებული აქვს ძალიან დიდი ნდობა თავისი ხალხის მიერ. ხალხსაც და ბატონ ბიძინასაც, ორივეს აქვთ ერთმანეთის ნდობა. იციან, როგორ უნდა შეუდგნენ ერთმანეთის გაჭირვების დროს. ივანიშვილი მთელი ცხოვრება მუდმივ გამოწვევებში იყო. არცერთი გამოწვევა მისთვის ახალი არ არის. ამიტომ, მან კარგად უწყის, როგორ უნდა გაიაროს ამ დიდი ქარტეხილების დროს. იცის, როგორ უნდა გაამხნევოს სხვები, იცის თანადგომის ძალიან დიდი ფასი და თვითონ მთელი ცხოვრება სხვისი თანამდგომი იყო.
tbl.ge/61bs
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ. ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ემხრობა. ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ კი პეტიცია შექმნა სახელწოდებით: "მიენიჭოს ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი".
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




