საქართველო-ევროკავშირი

უცნობი: თუ ბიძინას სანქცირებასა და ომში ჩათრევაზე გადის ევროპისკენ გზა, მაშინ ჩაიკეტოს

ევროპისკენ გზა ჩაკეტილი არ არის, მარტო ეს რეზოლუციები აქ... თუ მაგაზე გადის, ჩვენს ომის ჩათრევაზე გადის ევროპისკენ გზა, მაშინ ჩაიკეტოს, არაერთხელ ჩაკეტილა და ახლაც ჩაიკეტოს, თუ ჩვენი ომში ჩათრევისკენ გადის ეს გზა. არ მინდა და არც არავის არ მოუნდება, დარწმუნებული ვარ.

თუ ბიძინას სანქცირებებზე გადის, თუ ევროპის გზა გადის ამაზე, რომ ჩვენ ომში ჩაგვითრიოს, არ გვინდა, ბატონო. არც ეგეთი ევროპა გვინდა, არც ეგეთი ამერიკა გვინდა და არავინ არ გვინდა, მივხედავთ ჩვენს თავს, სულ მარტო ლობიოზე რომ დავრჩეთ, არ ამოვწყდებით.

ქართული ოცნების პროპაგანდისტი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) TV იმედის ეთერში, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომლითაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ემხრობიან

კომენტარები