ევროკავშირი-საქართველო

გრეგოროვა: იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობა ჩართულია მედიის დევნაში

ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებო, თუ გვისმენთ - საქართველოში მედიის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჟურნალისტები არიან ძალადობრივი თავდასხმის, დაშინების, მუქარის მსხვერპლი, მრავალია ჟურნალისტების დევნის შემთხვევა და სისხლის სამართლის გამოძიება მედიის მფლობელების ან მედიაში მომუშავეების წინააღმდეგ. ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები მონაწილეობენ მედიის დევნაში, ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენი, ამიტომ, მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობასა და ხელისუფალს, რომ ქართველი ხალხი მიისწრაფვის ევროპისკენ, რაც მოიცავს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვას, მათ შორის, მედიის თავისუფლებას. 

ამბობს ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი, მარგარეტა გრეგოროვა ევროპარლამენტში, სადაც საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე მსჯელობენ. 

კომენტარები