დღეს დარბაზში იმყოფება ჩვენი კოლეგა ოპოზიციიდან, რომელიც მე პირადად მაგონებს, ჩემს ბავშვობაში იყო მულტფილმი, თაგვი და კატა. თაგვს ორგანულად ეშინოდა, გახდა ლომი, მაგრამ მაინც ეშინოდა კატის. ჩვენთან არის დეპუტატი გიორგი ვაშაძე, რომელიც ომახიანად გამოდის ხოლმე, მოგვიწოდებს სხვადასხვა რაღაცებს, რომ მაგალიად ვიომოთ. გვასწავლის, როგორი მაგარია, როგორი მებრძოლია, მაგრამ ამავდროულად ბუნებრივად არის ისეთი მშიშარა და მხდალი, რომ თუ ბრიფინგი არ ჩაატარა, სხდომათა დაბაზში საკუთარ კოლეგებთან შემოსვლას ვერ ბედავს. ბატონო გიორგი, ჩვენ ცემას ნამდვილად არ გიპირებთ. მაქსიმუმ, თუ ვინმემ შეიძლება, რომ გცემოთ, გვერდით გიზით ბატონი მანჯგალაძე. ამიტომ, მისი გეშინოდეთ. იმ ტინგიცობასა და შეურაცხყოფაზე, გუშინ რაც თქვით, მე გიპასუხებთ, რომ სად თქვენ და სად ჩვენ. შეეგუეთ ამ რეალობას.
ქართული ოცნება
ღუდუშაური ვაშაძეს: ჩვენ ცემას ნამდვილად არ გიპირებთ, მაქსიმუმ პაატა მანჯგალაძემ გცემოთ
tbl.ge/617z
დაკოპირდა

თქვა პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა. პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




