წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს. არ ვიცი, ამას სხდომათა დაბაზში გეგმავენ თუ გარეთ. ამის ნიშნები იყო გუშინ, პოლიტიკური განცხადებების შემდეგ და ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ისინი ჩემ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას აპირებენ და საკუთარ ფრაქციაში, ასე ვთქვათ მოჭიდავე თუ გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ იცის, დაავალეს, რომ ამასთან მიმართებაში რამენაირად პროვოკაცია მოაწყონ. კიდევ ერთხელ მივმართავ ქართულ ოცნებას, რომ თქვენ პასუხი არ გაქვთ იმ საკითხებზე, რასაც ჩვენ ვსვამთ და აქედან გამომდინარე გინდათ, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადახვიდეთ. ჩვენ უკან არ დავიხევთ და ქართულ საზოგადოებას თქვენს ნამდვილ სახეს ვაჩვენებთ.
tbl.ge/617x
დაკოპირდა

თქვა პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
ამავე თემაზე
- გიორგი ვაშაძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთაც
- გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა
- ვაშაძე: დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსული ოკუპაცია – ტვინების ოკუპაცია
- ვაშაძე: გახარია ერთიანობაზე ამბობს უარს, ეს მისი არჩევანია, სხვებმაც ასე ღიად თქვან
- ვაშაძე: ბიუჯეტს მხარს დავუჭერთ, თუ 400 მილიონი საპენსიო სესხების გასტუმრებას მოხმარდება




