რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

უკრაინის განათლების სამინისტრო სკოლის პროგრამიდან ლევ ტოლსტოის ომს და მშვიდობას ამოიღებს

Befunky

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ანდრეი ვიტრენკოს თქმით, უცხოური ლიტერატურის პროგრამიდან ამოღებული იქნება ის რუსული ნაწარმოებები, რომლებიც ხოტბას ასხამს რუსეთის არმიას.

მაგალითად ვიტრენკომ ლევ ტოლსტოის რომანი ომი და მშვიდობა მოიყვანა. აქამდე ეს ნაწარმოები კლასგარეშე საკითხავი უცხოური ლიტერატურის X-XI კლასის ოფიციალურ პროგრამაში იყო. 

მინისტრის მოადგილის თქმით პროფესიონალურ წრეებში მსჯელობა მიდის სასკოლო პროგრამიდან რუსი ავტორების მთლიანად ამოღების შესახებ. 

უკრაინის განათლების სამინისტრო ასევე გეგმავს შეიტანოს ცვლილებები სამხედრო საგანში და სკოლის მოსწავლეებს განაღმვა ასწავლოს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები