რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუ: მარიუპოლის და ბერდიანსკის საზღვაო პორტები მარცვლეულის გადასაზიდად მზად არიან

რუსეთის თავდაცცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ
ria.ru

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, მარიუპოლის და ბერდიანსკის საზღვაო პორტები საშტატო მუშაობის რეჟიმში დაბრუნდნენ და მარცვლეულის გადასაზიდად მზად არიან.

"მუშაობა ბერდიანსკის პორტმაც განაახლა. ორივე [ბერდიანსკისა და მარიუპოლის] პორტმა მუშაობა განაახლა და მარცვლეულის გადასაზიდად მზად არიან". - აღნიშნა შოიგუმ.

ასევე, მისი თქმით, დასრულებულია მარიუპოლის პორტის განაღმვა, პორტი დაუბრუნდა ნორმალურ სამუშაო რეჟიმს და პირველი სატვირთო გემებიც მიიღო.

"მარიუპოლში ეტაპობრივად აღდგება წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება საცხოვრებელ ადგილებში, იწმინდება ქუჩები, დაიწყო სოციალური ობიექტების მუშაობაც". - თქვა შოიგუმ.

ამასთან, შოიგუმ აღნიშნა, რომ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროების საერთო რაოდენობამ 6 489-ს მიაღწია.

კომენტარები