ბორჯომი

ღარიბაშვილი: ბორჯომის თანამფლობელი სახელმწიფო გახდება და ამით ეს პრობლემა მოგვარდება

ეკონომიკის სამინისტრომ უკვე პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები. ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და ბორჯომის აქციონერები გავხდებით ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო გახდება ბორჯომის აქციონერი, თანამფლობელი. ამით ეს პრობლემა მოგვარდება. ვიცი, რომ გარკვეული სირთულეებია, იქ დასაქმებულები აპროტესტებენ.

დღეს დილით მქონდა საუბარი ზურაბ აზარაშვილთან, მისი დავალებით უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია. მინდა, ვუთხრა ყველას, რომ ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით, ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც საჭიროა.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები