ქართული ოცნება

ვოლსკი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება ენმ-ს პოლიტიკურ მარცხს ნიშნავს

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სერიოზულ პოლიტიკურ მარცხს ნიშნავს, რასაც ერთხელ უკვე გადაურჩნენ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულების წინ უშველებელი ბრძოლა იყო საქართველოს წინააღმდეგ. შემდეგ იყო ბრძოლები ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე. ფაქტობრივად, 2 ფლანგი გამოიკვეთა. ერთი არის ფლანგი, რომელიც ამას მიიჩნევს პოლიტიკურ მარცხად, ტრაგედიად იმ პოლიტიკური ძალის და მეორე არის სახელისუფლებო ძალა, კიდევ შეიძლება ამას ვინმე დავუმატოთ, რომელიც ცდილობს, რომ ამ ურთულეს სიტუაციაში ქვეყანა როგორმე სამშვიდობოს გაიყვანოს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ TV იმედის ეთერში საუბრისას.

კომენტარები