თუკი [სალომე ზურაბიშვილი] ამბობს, რომ უნდა დაგვეშვა პარლამენტში ზელენსკის გამოსვლა, ერთი რამე უნდა იცოდეს მან და საზოგადოებამ, რომ ჯერ ერთი, ასეთი თხოვნით არ მოუმართავს და მეორეც, მან საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში არის რთული მდგომარეობა, ჩვენ მათთვის არც პოლიტიკური, არც ჰუმანიტარული და არც ადამიანური მხარდაჭერა არ დაგვიკლია. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პარლამენტში მისი გამოსვლა არ იქნა პოზიტიურად განხილული, მიუხედავად იმისა, რომ არც მოუმართავს. ადამიანზე, რომელიც ამბობს, რომ ხალხმა ხელისუფლებაზე უნდა გაიმარჯვოს და მხედველობაში არ იღებს, თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ ამ პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნებოდა.
საქართველო-უკრაინა
ვოლსკი: სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ზელენსკის გამოსვლა არ იქნა პოზიტიურად განხილული
tbl.ge/612a
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად უნდა მოეწვიათ. დეპუტატის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
გიორგი ვოლსკიქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიუკრაინავოლოდიმირ ზელენსკისალომე ზურაბიშვილისაქართველო-უკრაინა
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




