საქართველო-ევროკავშირი

ღარიბაშვილი: თუ EU კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებს, ამით გახარებული მხოლოდ რუსეთი იქნება

კანდიდატის სტატუსის მონიჭება არ ნიშნავს წევრობის მინიჭებას, რაზეც გეთანხმებით და მითქვამს კიდეც. ამიტომ, არ უნდა გვეშინოდეს ამ ახალი დემოკრატიების – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის, ასეთი შეგულიანების, ასეთი მოტივაციის.

წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ვინ იქნება ამ გადაწყვეტილებით გახარებული? მხოლოდ რუსეთი! აი, ვნახოთ, რა გზავნილს ვუგზავნით ჩვენი რეგიონის ქვეყნებს და სხვებს: ეს ქვეყნები ერთგულნი არიან, რეფორმებს ახორციელებენ, ასოცირების შეთანხმებებს აფორმებენ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გააჩნიათ, რაც ხელშესახები შედეგია და რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იყენებენ, მადლობელნი არიან, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას აწერენ ხელს, განაცხადს აკეთებენ და რა? ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს სიმბოლური და აზრიანი სტატუსი მათ არ მიანიჭოს. ეს იქნება შეცდომა! ვფიქრობ, ჩვენი ევროპელი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, GLOBSEC 2022-ის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები