ილია ელოშვილი

კალაძე ელოშვილზე: დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი

კახა კალაძე და ილია ელოშვილი 

თბილისის მერი, კახა კალაძე, მისი მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალებას FACEBOOK-ზე ეხმიანება და მწუხარებას გამოთქვამს. 

"ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა... შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო... დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული".- წერს კალაძე. 

1 ივნისს, თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები