ილია ელოშვილი

ილია ელოშვილს დეკლარაციაში გამორჩა, რომ ენერგეტიკის მინისტრად მუშაობდა

energynews.ge

2016 წლის 9 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებები წარადგინა, პოსტები დატოვეს სოფლის მეურნეობისა და ენერეგეტიკის მინისტრებმა, მათ ნაცვლად კი პორტფელები ყოფილი მინისტრების მოადგილეებმა ილია ელოშვილმა და ლევან დავითაშვილმა ჩაიბარეს. 

ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობას მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, ანუ ნოემბრის ბოლომდე ასრულებდა, რის შემდეგაც ენერგეტიკის სამინისტროს ისევ კახა კალაძე დაუბრუნდა.

ქონებრივ დეკლარაციაში კი, ილია ელოშვილს მხოლოდ მინისტრის მოადგილის პოსტზე მიღებული შემოსავლები, კერძოდ, 89 ათასი ლარი აქვს მითითებული, ხოლო მის მიერ მინისტრის პოსტზე მიღებული შემოსავლები დეკლარაციაში არ იძებნება.

კომენტარები