ილია ელოშვილი

მერია: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის მერის მოადგილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების შესახებ დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თბილისის მუნიციპალიტეტს. ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის". - წერია განცხადებაში.

დღეს, 1 ივნისს, თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


ილია ელოშვილი თბილისის მერის მოადილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. მანამდე, ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი ენერგეტიკის მინისტრი იყო. 

კომენტარები