რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბარელი ნავთობის ფასმა EU-ს ნაწილობრივი ემბარგოს შემდეგ, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

Reuters

31 მაისის მონაცემებით, ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ერთ დღეში გაიზარდა და ბარელზე 123 დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 8 მარტის შემდეგ, რეკორდული მაჩვენებელია.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც 31 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, საბოლოოდ, ევროკავშირის ნაბიჯი გლობალურ ენერგომომარაგებას კიდევ უფრო შეაფერხებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ევროპა რუსული ენერგორესურსების უმსხვილესი მომხმარებელია, სადაც, მხოლოდ 2021 წელს დაახლოებით 2,4 მილიონი ბარელი რუსული ნედლი ნავთობი გაიგზავნა. 

კომენტარები