სამწუხაროდ, არ არის მოულოდნელი, ეს კაცი არის ნაწილი ივანიშვილის გარემოცვის, ამიტომ მის მიერ დანიშნულ პრემიერმინისტრთან ერთად იქნება ვიზიტზე. რომ არ გამოჩნდეს ხვალ, ეგეც არ შეცვლის არაფერს. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სახე, ის წრე, ის კლიმატი, ის ადამიანები, ვინც დღეს საქართველოს მართავს ივანიშვილის ხელდასხმით. ეს არის კაცი, რომელმაც თავის დროზე მოიპოვა "გმირულად" მტკიცებულებები მოსკოვში გარეჯის ამ უბინძურეს საქმეზე. ეს არის კაცი, რომელიც არის ამ მთავრობის გარემოცვაში და რომელსაც მიესვლება კრემლში. ეს არის უმძიმესი დიაგნოზი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს ამ მთავრობის სახით.
დავით ხიდაშელი
ბოკერია ხიდაშელზე: მოულოდნელი არ ყოფილა – ამ მთავრობის გარემოცვაშია და მიესვლება კრემლში
tbl.ge/60w8
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ბიზნესმენ დავით ხიდაშელზე, რომელიც იორდანიაში ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
ამავე თემაზე
- პროცესს წლები ვერ დაველოდებით – მინისტრი ხიდაშელის კომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმებაზე
- გაუქმდა ლიცენზია, რომლითაც ხიდაშელის კომპანიას რაჭის ტყე 49 წლით გადაეცემოდა
- ხიდაშელი: ათას სიმაიმუნეს მაბრალებენ, მთავრობას კანონით თავისი თავი ვერ დაუცვია, უსუსურია
- ვოლსკი ხიდაშელზე: საზოგადოების წარმომადგენელია და იმყოფებოდა, რავიცი ახლა, რა სტატუსით იყო
- იორდანიაში ღარიბაშვილთან ერთად ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც იმყოფებოდა