დავით ხიდაშელი

იორდანიაში ღარიბაშვილთან ერთად ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც იმყოფებოდა

დავით ხიდაშელი იორდანიაში
კადრი ვიდეოდან/საქართველოს მთავრობა

იორდანიაში ვიზიტის დროს, ქართულ დელეგაციასტან ერთად იმყოფებოდა ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც. 

მთავრობის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, დავით ხიდაშელიც ჩანს. უცნობია, თუ რა სტატუსით იმყოფებოდა ის დელეგაციაში.

დავით ხიდაშელი არის ბიზნესმენი, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმეა. მან  ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება.  

კომენტარები