რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში დახმარების გაგზავნის შემდეგ, კანადა სამხრეთ კორეას საარტილერიო ჭურვებს თხოვს

REUTERS/Lars Hagberg/File Photo

კანადა სამხრეთ კორეას საარტილერიო ჭურვების მიწოდებას მას შემდეგ სთხოვს, რაც ოტავამ უკრაინას სამხედრო დახმარება გაუგზავნა. შედეგად, ძლიერდება ზეწოლა სამხრეთ კორეაზე ლეტალური იარაღით დაეხმაროს უკრაინას, თუნდაც არაპირდაპირი გზებით.

კანადამ უკრაინას М-777 ჰაუბიცის 155 მმ-იანი ჭურვები გადასცა. ჭურვები კანადამ უკრაინისთვის $500 მილიონიანი პაკეტის ფარგლებში შეისყიდა. კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდისმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ უკრაინა კანადისგან დამატებით 200 000 ჭურვს მიიღებს. 

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა დაადასტურა, რომ ოტავამ სამხრეთ კორეას დამატებითი ჭურვების გაგზავნა მოსთხოვა. თუმცა, უწყების განმარტებით, "მოთხოვნასთან დაკავშირებით ოფიციალური სამართალწარმოება არ მიმდინარეობს".

სამხრეთ კორეა 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის მთავარი მწარმოებელია, მისი K9 თვითმავალი ჰაუბიცები საერთაშორისო ბაზარზე დომინირებს. K9-ს ევროპის რამდენიმე ქვეყანა იყენებს, მათ შორის ფინეთი, ნორვეგია და ესტონეთი, მაგრამ სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინისთვის ლეტალური დახმარების გაწევას.

სამხრეთ კორეამ ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას და არალეტალური ნივთები გაუგზავნა, მათ შორის ტყვიაგაუმტარი ჩაფხუტები და სამედიცინო ნაკრები. ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა ლეტალურ იარაღზე. 

სამხრეთ კორეის ახალმა პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა ვაშინგტონთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის სურვილი გამოთქვა. იგი რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. მხარეები საერთო სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები