კოლუმბია

კოლუმბიის არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე პეტროს პოპულისტი ჰერნანდესი დაუპირისპირდება

კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კოლუმბიელი მემარცხენე ლიდერი, გუსტავო პეტრო 40%-ით ლიდერობს. იგი მეორე ტურში ბიზნესმენს, რუდოლფო ჰერნანდეს დაუპირისპირდება, რომელმაც გუშინ, 29 მაისს ხმათა 27.9% მიიღო

კოლუმბიაში არჩევნების მეორე ტური 19 ივნისს არის ჩანიშნული

თუ არჩევნებში პეტრო გაიმარჯვებს, ის პირველი მემარცხენე პრეზიდენტი იქნება კოლუმბიის ისტორიაში. მან პირობა დადო, რომ "ქვეყანაში არსებულ ღრმა უთანასწორობას გამოასწორებს". ამასთანავე, მისი თქმით, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული ეკონომიკა სუფთა ტექნოლოგიებზე გადაერთვება. 

რუდოლფო ჰერნანდესი კი ბიზნესმენია, რომელიც კამპანიისას მთავარ მიზნად კორუფციასთან ბრძოლას ასახელებდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერობისას საკუთარი შვილის ლობირებული კომპანიის არალეგალურ მხარდაჭერაში ედება ბრალი. 77 წლის კანდიდატს პოპულისტური მემარჯვენე პოლიტიკის გამო ხშირად დონალდ ტრამპს ადარებენ. ამასთანავე, ჰერნანდესის საპრეზიდენტო კამპანიის ძირითადი პლატფორმა - TikTok-ია, სადაც ექსცენტრულ ვიდეოებს აქვეყნებს. 

გუსტავო პეტრო დედაქალაქის, ბოგოტას ყოფილი მერი და ასევე ყოფილი პარტიზანი მებრძოლია. 

კომენტარები