ჰოლივუდი

TOP GUN 2 ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია

Wrap

Top Gun: Maverick ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია. ცნობილი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მეორე ნაწილმა გამხსნელ უიქენდზე მსოფლიო გაქირავებაში 248 მილიონი დოლარი(აქედან 150 მილიონი ამერიკაში) გამოიმუშავა. 

ფილმის პრემიერა სამდღიან დასვენებას დაემთხვა. მეორე ტოპ განი ე.წ. "გრძელი უიქენდის" ყველაზე წარმატებული ფილმი გახდა. აქამდე რეკორდსმენი 139.8 მილიონი დოლარით, 2007 წლის Pirates of the Caribbean: At World’s End იყო.

გამხსნელი მონაცემების მიხედვით ტოპ განის მეორე ნაწილი ტომ კრუზის ყველაზე წარმატებული პროექტია, აქამდე ყველაზე მაღალშემოსავლიანი სურათი მსახიობის მონაწილეობით War of the Worlds-ს იყო, 2005 წელს სტივენ სპილბერგის ბლოკბასტერმა პირველ უიქენდზე 64.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მეორე ადგილს კვლავ მარველის სუპერგმირული ფილმი დოქტორ სტრეინჯი 2 იკავებს.

მეორე Top Gun-ისა და დოქტორ სტრეინჯის ნახვა დიდ ეკრანზე, Cavea-ს კინოთეატრებში, ქართველ მაყურებელს უკვე შეუძლია.

კომენტარები