რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელმა სამხედროებმა თანამედროვე რუსული ტანკების 30% გაანადგურეს – უკრაინის შსს

რუსეთის საოუკუპაციო ძალების ტანკები რუსეთისა და ე.წ. დსრ-ს დროშებით
Chingis Kondarov/Reuters

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვიქტორ ანდრუსივის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ომის პერიოდში თანამედროვე რუსული ტანკების 30% გაანადგურეს.

"უკრაინის წინააღმდეგ ომამდე რუსეთი, დაახლოებით, 3 000 თანამედროვე ტანკით იყო შეიარაღებული, ჩვენმა დამცველებმა 3 თვის განმავლობაში მათი 30% გაანადგურეს". – თქვა ანდრუსივმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები