ბიძინა ივანიშვილი

გახარია: ივანიშვილის დასანქცირება ხელისუფლების დასანქცირებას ნიშნავს – ჩემთვის მიუღებელია

ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც აღქმების დონეზე ყველამ კარგად იცის, დღეს კონცენტრირებული ძალაუფლების სათავეში ვინ დგას. ამაზე კითხვის ნიშანი არავის არ აქვს. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაციის პირამიდის თავში ვინ ვინ არის. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, ფაქტობრივად, ქართული ხელისუფლების დასანქცირებას ნიშნავს, რაც ჩემთვის მიუღებელია. იმიტომ, რომ ეს უმძიმეს შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის. ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ფიზიკური პირის დასანქცირება.

თქვენ ნუ გგონიათ, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვლაპარაკობთ, დელიკატურობას ვიცავთ, გვგონია, რომ მართლა პრემიერი პრემიერია, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეა. ომმა ბევრი რამ შეცვალა, ახლა ეს ბევრს ჯერ გააზრებული არ აქვს. ომმა პოლიტიკა უაღრესად რეალური გახადა და ამ რეალურ პოლიტიკაში ყველას ძალიან კარგად ესმის აღქმების დონეზე საქართველოში რა ხდება, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ჩემთვის ასევე კატეგორიულად მიუღებელია, რომ აქედან ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, სანქცია გამოიყენოს შიდა პოლიტიკურ ინსტრუმენტად, ადამიანის დასანქცირება, რომლის დასანქცირებაც, ფაქტობრივად ხელისუფლების დასანქცირებას ნიშნავს, ხოლო აქეთა მხრიდან ეს ხელისუფლება რაღაც პატარა კერძო დავის გამო გამოვარდნენ, დაეწყვნენ და დაიწყეს დაცვა ადამიანის, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება მათი დაცვა. [...] ზოგიერთი არანორმალური, შეიძლება, თავისთაც გამოვარდა. რომის პაპზე დიდი კათოლიკობა გვიყვარს ქართველებს.

თქვა ექსპრემიერმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში.

კომენტარები