ქართული ოცნება

კობახიძე: როგორც კი კრიმინალები პოლიტიკიდან წავლენ, ოპოზიცია გაძლიერდება

რაღაც დოზით ძალების დაბალანსება გვჭირდება იმისთვის, რომ ოპოზიციასთან დისკუსია მომავალში მაინც გავხადოთ საინტერესო, თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე ძალთა ბალანსი არის ჭარბად ჩვენ მხარეს. ეს არის სამწუხარო მოვლენა იმიტომ, რომ ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია სჭირდება. დღეს მკითხეს ჟურნალისტებმა, ჩვენს ქვეყანას რა აკლია იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები გავხდეთო. აკლია რა, ძლიერი პოლიტიკური სისტემა. პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია ასეთი სუსტი და უშინაარსოა, ბუნებრივია, სამწუხაროდ, შორსაა იმ სტანდარტებისგან, რაც ევროპის ქვეყნებშია ჩამოყალიბებული.

თუმცა, ესეც გამოსწორდება. ოპოზიცია გაძლიერდება და გაჯანსაღდება, როგორც კი კრიმინალები პოლიტიკიდან წავლენ და ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ. ევროპულ ქვეყანაში, საქართველოში არ შეიძლება, რომ კრიმინალები პოლიტიკაში დიდი ხანი იყვნენ. როგორც კი ქართული პოლიტიკა ისეთი კრიმინალებისგან გათავისუფლდება, როგორებიც არიან: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და სხვები, მაშინვე ჩვენ სრულად ევროპული ქვეყანა გავხდებით, დამერწმუნეთ ამაში. ჩვენთვის შინაარსობრივად და ორგანულად მიუღებელია ის, რომ სააკაშვილი, გვარამია და სხვები დღეს ქართული პოლიტიკის ნაწილი არიან. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები