ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 27 მაისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.59 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.01 თეთრით. 27 მაისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8657 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.0689 ლარი.

9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა. ამ პერიოდში, ეროვნული ვალუტა დოლართან 50 თეთრით, ხოლო ევროსთან - 70 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.

24 მაისს რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

კომენტარები