რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა 5 ხორვატი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

Russian Foreign Ministry – МИД России / Facebook

რუსეთი 5 ხორვატ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. აღნიშნული ქმედება ხორვატიის მიერ, რუსეთის საელჩოს თანამშრომლების ქვეყნიდან გაძევებას მოჰყვა.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წარმოების გამო აპრილში ხორვატიამ რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომელს ქვეყნის დატოვება უბრძანა.

რუსეთმა მსგავსი საპასუხო ნაბიჯების მიზეზით ქვეყნიდან არაერთი საელჩოს თანამშრომლები გააძევა. მათ შორის არიან, ფინეთის, გერმანიის, ბულგარეთის, პოლონეთის, დანიისა და ნორვეგიის საელჩოების თანამშრომლები.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები