საქართველო-ევროკავშირი

ზარქუა მაკრონზე: პირიქით მოვუწოდებ ევროპას, იყონ ერთიანი პრინციპულობასა და გზავნილებში

აგრესორის წინააღმდეგ დაწესებულ ფაქტობრივად ყველა ადეკვატურ სანქციას მივუერთდით, მათ შორის, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვთქვით, რომ რუსეთი ოკუპანტია და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ არცერთი სანქცირებული პირი ან ბიზნეს-ინტერესი არ იქნება საქართველოში. ჩვენ ვიცავთ ამ ევროპულ გზავნილს, ვიცავთ ყველა იმ კრიტერიუმს, რაც დაწესებულია აგრესორის წინააღმდეგ.

მე მოვუწოდებდი პირიქით ევროპას, რომ იყონ ერთიანი თავიანთ პრინციპულობაში და ერთიანი იმ გახმოვანებულ გზავნილებში, რაც გააკეთეს 24 თებერვლის შემდეგ. მე ამას ვისურვებდი. ჩვენ ვართ მტკიცედ, მყარად.

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მილოცვის წერილზე, რომელშიც ნათქვამია, რომ "მნიშვნელოვანია, საქართველომ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს".

კომენტარები