26 მაისი

პაპუაშვილი: გვჯერა, ევროკავშირი ქართველი ხალხის ძალისხმევას დაინახავს და დააფასებს

ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ისტორიული ნაბიჯები გადადგა, იშრომა და იბრძოლა ევროპული მომავლისთვის. მათ შორის, გადავდგით მთავარი ნაბიჯი -  ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო, ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს.

საქართველო დასავლური ცივილიზაციის, ევროპული კულტურის და ისტორიული სივრცის შექმნის თანამონაწილე და განუყოფელი ნაწილია.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები