26 მაისი

ზურაბიშვილი: ჩვენს თავს ვკითხოთ, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ამ ქვეყანას სჭირდება

26 მაისი მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღე არაა და არც ჩვეულებრივი დღესასწაული, არამედ დაფიქრების და გააზრების დღე. დღე, როცა ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ესაჭიროება ამ ქვეყანას, მის მომავალს, მისი მოსახლეობის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ეს კითხვა ყველამ თავის თავს უნდა დაუსვას, ყველა მოქალაქემ, ამ ქვეყნის ყველა შვილმა. აქ თუ საზღვრის მიღმა მცხოვრებმა, რამე თუ დამოუკიდებლობა სწორედ ამას ნიშნავს. ჩვენს ხელშია ჩვენი შვილების მომავალი. ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აირიდებს, თუმცა ეს დაფიქრება ცხადია უფრო ჩვენ გვევალება, ვინც ტრიბუნის აქეთ მხარეს ვდგავართ, რამეთუ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია.

ეს პასუხისმგებლობა მეტად გამძაფრებულია, რადგან საქართველო კიდევ ერთხელ დგას, როგორც საკუთარი ისტორიის არაერთ მომენტში - გზაგასაყარზე. ჩვენს წინაშე ახალი შესაძლებლობების და გამოწვევების დრო დადგა. ეს ჩვენგან ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ხედვას და გამბედაობას, სიფრთხილესთან ერთად. მოითხოვს,პირველ რიგში და ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს დასჭირდება, ერთიანობას. ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა, ეს გზა ევროპისკენ არ გაჩენილა უსისხლოდ და მსხვეპლის გარეშე...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები