რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზახაროვა: იტალიის შეთავაზება უკრაინაში სიტუაციის მოგვარებაზე რეალობას არ შეესაბამება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, იტალიის შეთავაზება უკრაინაში სიტუაციის მოგვარების თაობაზე რეალობას არ შეესაბამება.

"არ შეიძლება ერთი ხელით უკრაინას იარაღი მიაწოდო და მეორე ხელით სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების გეგმები შეადგინო.

[...] თუ მათ ჰგონიათ, რომ რუსეთის ფედერაცია დასავლეთის რომელიმე გეგმას დათანხმდება, ძალიან ცდებიან". - თქვა ზახაროვამ.

16 მაისის კვირაში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ გეგმის ზოგადი მონახაზი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ეს გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, ნიუ-იორკში ვიზიტის დროს განიხილა.

გეგმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოიცავს, როგორიცაა გაერო, ევროკავშირი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, რათა ცეცხლის შეწყვეტის მიზნით ფასილიტატორების ფუნქცია შეითავსონ. 


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები