რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

მიშელი დარწმუნებულია, რომ EU რუსულ ნავთობზე ემბარგოს საკითხს მომავალ ორშაბათს გადაწყვეტს

Frederick Florin/AFP/Getty Images

ევროპული საბჭოს თავმდჯომარე, შარლ მიშელი ამბობს, რომ დარწმუნებულია, ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი მომავალ ორშაბათს საბოლოოდ გადაწყდება. 

ოთხშაბათს, სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერმინისტრ მაგდალენა ანდერსოთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მიშელმა თქვა, რომ ის დარწმუნებულია, ბლოკი ნებისმიერ საკითხზე შეძლებს კონსესუსის მიღწევას, თუმცა, ამას ბევრი დიალოგი დასჭირდება. 

"ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბლოკში ერთიანობა შევინარჩუნოთ". - თქვა მიშელმა. 

შვედეთის პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანა თანახმაა, რუსეთზე კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დაწესდეს.

რუსულ ნავთობზე ემბარგოს აქტიურად ეწინააღმდეგება უნგრეთი. უნგრელი მაღალჩინოსნების თქმით, ენერგორესურსზე შეზღუდვა "უნგრეთის ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია". 

24 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ევროკავშირის ლიდერებმა რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას მიაღწიონ. 

"ვფიქრობ, სამიტი ამისთვის შესაფერისი ადგილი არაა. ჩვენ არ უნდა ვფოკუსირდეთ მხოლოდ სამიტზე. წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებები გრძელდება". - თქვა ფონ დერ ლეიენმა. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები