რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

Facebook/Orbán Viktor

უნგრეთის პრეზიდენტმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ორბანის სიტყვებით, "მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა", ამიტომ, მისი თქმით, უნგრეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ომი თავიდან აირიდოს და დაიცვას ოჯახების ფინანსური მდგომარეობა. 

ორბანის თქმით, მთავრობა მოსახლეობას ომის გამო მიღებულ ზომებს ხვალ, 25 მაისს წარუდგენს. 

ორბანის ნაციონალისტურმა პარტიამ  ფიდესმა აპრილის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ უმრავლესობა მოიპოვა. ორბანმა 12-წლიანი მმართველობის განმავლობაში თანდათან გაზარდა საკუთარი ძალაუფლება, რაც ხშირად იწვევდა კრიტიკას ევროკავშირისა და უფლებადამცველი ჯგუფების მხრიდან. მათი თქმით, უნგრეთში დემოკრატიული პროცესების ეროზია მიმდინარეობს.

კომენტარები